Saturday, 2024-05-18, 11:26 PM
Welcome Guest | RSS
My site
Site menu
News topics
Savaraudo prognozebi [13]
სავარაუდო პროგნოზები
Axali ambebi [74]
ახალი ამბები
Sportuli Videoebi [9]
სპორტული ვიდეოები
Login form
News calendar
«  November 2007  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
Search
Site friends
Our survey
Vin gindat ikos erovnulis mwvrtneli?
Total of answers: 49
Statistics
Main » 2007 » November » 17 » ევროპის ჩემპიონატი
ევროპის ჩემპიონატი
8:49 AM

დღეს, 17 და 21 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც 2008 წლის ზაფხულში ავსტრია-შვეიცარიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. ამ დროისთვის უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა გადამწყვეტი მატჩები მაინც წინ გველის. რამდენიმე ჯგუფში საოცრად დაძაბული ვითარებაა. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიღმა მსოფლიოს ჩემპიონი ან ვიცე-ჩემპიონი დარჩეს. როგორც იცით ჯგუფში სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობდა ვითარება საოცრად დაძაბულია. იტალია, შოტლანდია და საფრანგეთი ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალურ პრეტენზიას აცხადებენ. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ სქოთებმა ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდი დატოვონ კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს მიღმა. არანაკლები დაძაბულობაა ჯგუფში სადაც რუსეთის, ინგლისისა და ხორვატიის ნაკრები გუნდები თამაშობენ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ჯგუფში ყველაფერი 17 ნოემბერს გაირკვევა, როდესაც ისრაელის ნაკრები რუსებს უმასპინძლებს. ეს მატჩი ბევრმა დღის ცენტრალურ შეხვედრად შერაცხა. ერთი შეხედვით ისრაელისა და რუსეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება დიდად საინტერესო არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც სწორედ ამ მატჩში გადაწყდება ინგლისის ნაკრების ბედი ცხადია შეხვედრა განსაკუთრებულ ინტრიგას იძენს. რუსები ისრაელში გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს დაიბევებენ და ინგლისი ტურნირს მიღმა დარჩება. უცხოურ მედიაში ისიც კი იწერებოდა, რომ უმოტივაციოდ დარჩენილი ისრაელის ნაკრები რუსებს მატჩს უბრძოლველად ჩააბარებდა. ბრიტანულ მედიაში კი გამოითქვა ეჭვი, რომ რუსები ამ მატჩს საერთოდ იყიდიან. იმისათვის, რომ "პატიოსანი თამაშის" წესები არ დაირღვეს ისრაელში ამ მატჩზე უეფას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი ჩადის, რომელსაც ლეგენდარული იტალიელი არბიტრი პიერლუიჯი კოლინა უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით კი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გერმანიისა და ჩეხეთის ნაკრებმა გუნდებმა დაიბევეს და ამ ჯგუფის დარჩენილ შეხვედრებს ყოველგვარი სატურნირო ინტერესი აქვს დაკარგული.
Category: Axali ambebi | Views: 1152 | Added by: komate | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz