Saturday, 2024-05-18, 11:26 PM
Welcome Guest | RSS
My site
Site menu
News topics
Savaraudo prognozebi [13]
სავარაუდო პროგნოზები
Axali ambebi [74]
ახალი ამბები
Sportuli Videoebi [9]
სპორტული ვიდეოები
Login form
News calendar
«  November 2007  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
Search
Site friends
Our survey
Vin gindat ikos erovnulis mwvrtneli?
Total of answers: 49
Statistics
Main » 2007 » November » 17 » ფედერერმა გაიმარჯვა
ფედერერმა გაიმარჯვა
8:51 AM

წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოვლენები ისე წარიმართა, როგორც "მასტერსის" ჩემპიონი, ამ რანგის ასპარეზობათა სამგზის გამარჯვებული და ATP-ს რეიტინგის პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი ისურვებდა. შვეიცარიელმა დამაჯერებლად მოუგო ამერიკელ ენდი როდიკს და "წითელი" ჯგუფის ლიდერი გახდა. შვეიცარიელს გუშინ ამერიკელი უნდა დაემარცხებინა, რათა ნახევარფინალურ საგზურს დაუფლებოდა. ფედერერს როდიკთან წაგების შემთხვევაშიც შეეძლო დაუფლებოდა ნახევარფინალის საგზურის, ოღონდ ამავე დროს ჩილელ ფერნანდო გონსალესსაც უნდა წაეგო რუს ნიკოლაი დავიდენკოსთან. ფედერერი და როდიკი კორტებზე ისე გავიდნენ, თითქოს დაჯავშნილი ჰქონდათ ნახევარფინალი, რადგან დავიდენკომ გონსალესი დაამარცხა. ასე რომ, ერთადერთი, რისთვისაც ფედერერი და როდიკი იბრძოდნენ, "წითელ" ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გახლდათ. პირველ ადგილზე გასულს კი ესპანელ რაფაელ ნადალთან უწევდა გაჯიბრება. პირველი პარტია შვეიცარიელის უპირატესობით წარიმართა. ის დამაჯერებლად იგებდა საკუთარ მოწოდებებს. შიგადაშიგ ამერიკელი ეისებით ცდილობდა მდგომარეობიდან გამოსვლას, მაგრამ შუა სეტში არცთუ ისე კარგად წაუვიდა საქმე და როჯერმა გადამწყვეტი ბრეიკი გაახერხა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს არც სეტის გამარჯვებამდე მიყვანაში დასჭირვებია დიდი ძალისხმევა. მეორე სეტში, ცხრა წუთის შემდეგ, შვეიცარიელი 3:0 იგებდა, ამასთან, ორი ტაიბრეიკით. შეიძლება ითქვას, როჯერმა როდიკი აბუჩად აიგდო - ამერიკელს კორტის ერთი კუთხიდან მეორეში ბავშვივით არბენინებდა. შაბათის ნახევარფინალურ მატჩებში ენდი როდიკს ტურნირის აღმოჩენასთან, ესპანელ დავიდ ფერერთან უწევს ურთიერთობის გარკვევა. მერე კი ბოლო წლების პრინციპული დაპირისპირების დროც დადგება - რაფაელ ნადალი VS როჯერ ფედერერი. ერთი სიტყვით, დიდი ამბებია მოსალოდნელი. მანამდე კი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურამდე განვითარებულ მოვლენებზეც ვთქვათ. ნიკოლაი დავიდენკო კვარტეტის ერთადერთი ჩოგბურთელი გახლდათ, რომელსაც არავითარი მოტივაცია არ ჰქონდა საიმისოდ, რომ "მასტერსზე" თავი გამოედო. მიზეზი სტარტზე ნაწვნევი ორი მარცხია. ფერნანდო გონსალესს კი განწყობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია. წარმატების შემთხვევაში ჩილელი ნახევარფინალისკენ იკვლევდა გზას - ფედერერზე გამარჯვების წყალობით. რუსისა და ჩილელის საჩოგბურთო შერკინება მოულოდნელიც გამოდგა. დავიდენკომ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და თითქოს საშიშროებაც გაჩნდა, რომ ჩილელს იოლად გაუსწორდებოდა, მაგრამ გონსალესი დროზე მოეგო გონს და თანაფარდობა აღადგინა - 3:3. ამასთან, ყოველი გეიმისას მეტად იძაბებოდა ვითარება, მაგრამ მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანას და უპირატესობის მოპოვებას ჩილელი მაინც ვერ ახერხებდა. პირველი სეტის ბოლოს გონსალესის შეცდომების წყალობით დავიდენკომ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. მეორე სეტი შედარებით მოსაწყენი გამოდგა, თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მომენტში ჩილელი იმსახურებდა გამარჯვებას, წარმატებას რუსმა მიაღწია. მეორე ნახევარფინალში ენდი როდიკსა და დავიდ ფერერს უწევთ შერკინება.
Category: Axali ambebi | Views: 969 | Added by: komate | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz