Saturday, 2024-05-18, 9:58 PM
Welcome Guest | RSS
My site
Site menu
News topics
Savaraudo prognozebi [13]
სავარაუდო პროგნოზები
Axali ambebi [74]
ახალი ამბები
Sportuli Videoebi [9]
სპორტული ვიდეოები
Login form
News calendar
«  November 2007  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
Search
Site friends
Our survey
Vin gindat ikos erovnulis mwvrtneli?
Total of answers: 49
Statistics
Main » 2007 » November » 27 » reina sauketesoa ambobs benitesi
reina sauketesoa ambobs benitesi
10:19 AM
ხოსე რეინა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე საუბრობს
"ლივერპულის" მეკარე ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ გამორიცხავს ხოსე რეინას ინგლისის პრემიერლიგაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. "ლივერპულის" თავკაცი რაფაელ ბენიტესი თავისი გუნდის კარის დარაჯს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს. ამიტომაც იყო, რომ ესპანელი "ენფილდ როუდზე" გადაბარგების პირველივე დღიდან ამჯობინა ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალის ტრიუმფატორს იერჟი დუდეკს. ესპანელი მეკარე, რომლის ანგარიშზე 50 შეხვედრაში გაშვებული 29 ბურთია (რაც ერთგვარი რეკორდია), გუნდის უახლოეს პერსპექტივებზე გამოცემა "მარკას" ესაუბრა: როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა წელს "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონობას? - ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს. წინ საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს და ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევია. კარგად გვესმის, რომ პრემიერლიგის მოგებას ძლიერი კონკურენტები შეგვეცილებიან, მაგრამ ჩვენ "ლივერპული" ვართ, გამოცდილი და მაღალი დონის გუნდი გვყავს. ასე რომ, არავის არაფერს არ დავუთმობთ. - თავიდან მართლაც ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ჩავარდნა დაგეწყოთ. რა მოხდა? - ვერ გეტყვით. სეზონის მანძილზე ჩავარდნას მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი ვერ გაექცევა. - ცოტა ხანში ინგლისის ჩემპიონატში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გიწევთ თამაში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი თქვენთვის? - სიმართლე გითხრათ, "ლივერპულისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება ინგლისში დაახლოებით ისე აღიქმება, როგორც ესპანეთში "რეალი" - "ბარსელონას" შეხვედრა. ჩვენთვის და ჩვენი ქომაგისთვის ეს სეზონის ერთ-ერთი პრინციპული მატჩია. თუ "მანჩესტერს" "ენფილდზე" მოვუგებთ, ამით გულშემატკივრებს კიდევ ერთ დაუვიწყარ დღეს ვაჩუქებთ. - მოდით, ჩემპიონთა ლიგაზე ვთქვათ. მომდევნო შეხვედრა და არცთუ ისე იოლი "პორტუსთან" გელით... - მართალი ხართ. პორტუგალიელებთან თამაში დაძაბული იქნება, თუმცა მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვმასპინძლობთ და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, შინ უქულოდ უნდა გავუშვათ. ბოლო სამი წელია "ლივერპული" დამაჯერებლად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე და ფინალში გასვლას არც წლეულს გამოვრიცხავთ. - თქვენი წინამორბედი დუდეკი სტამბულის ფინალის გმირი გახდა, თუმცა შარშანდელ ფინალში მისი ბედი თქვენ ვერ გაიზიარეთ... - "ლივერპულთან" ერთად ლიგის თასის მოგება ჩემი ოცნებაა. თავის დროზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მამაჩემიც თამაშობდა, თუმცა ვერ გაიმარჯვა. ამიტომ ჩვენი ყველაზე დიდი სურვილი ფინალში გასვლა და მოგებაა. - ამ სეზონში თქვენი გუნდი კიდევ ერთი ესპანელით - ფერნანდო ტორესით გაძლიერდა. როგორ შეაფასებთ თქვენს თანამემამულეს? - ბრწყინვალე ფეხბურთელია. როგორც ესპანეთის ნაკრებისთვის, ისე "ლივერპულისთვის" ტორესი საჭირო მოთამაშეა. ახალგაზრდაა და, დარწმუნებული ვარ, დიდი გამარჯვებები წინ აქვს. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში ფერნანდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. - ინგლისის ჩემპიონატში ადაპტირებაში თუ დაეხმარეთ? - შეძლებისდაგვარად, რადგან არ მინდა ფერნანდო მორიენტესის, ლუის გარსიას და სხვა ესპანელების ბედი გაიზიაროს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ფერნანდოს შემთხვევაში ასე არ იქნება. - ესპანეთის ნაკრებზე რას იტყვით? - ნელა, პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ, რადგან ყოველი დიდი ტურნირის დაწყებას მოჭარბებული ოპტიმიზმით ვხვდებით. შედეგად კი ხელმოცარულები ვრჩებით და ოპტიმიზმიც სადღაც ქრება. ასე რომ, ამჯერად მოვლენ
Views: 1227 | Added by: gio | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024Create a free website with uCoz